საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 29.1 პროცენტით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 459.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 38.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 002.9 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 25.2 პროცენტით).
„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარში 543.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 37.2 პროცენტია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.