ოლექსი რეზნიკოვი „რამშტაინ-9“-ზე დასასწრებად ბრიუსელში გაემგზავრა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 14 თებერვალს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, ე.წ. „რამშტაინ-9“, გაიმართება.

„მეცხრედ მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის, გენერალური შტაბის და ჩვენი დიპლომატების ერთობლივ გუნდს, რომელიც უახლოეს დღეებში ინტენსიურად იმუშავებს პარტნიორებთან. ტემპი ძალიან მაღალია", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა „რამშტაინ-9"-ის შეხვედრის დღის წესრიგის ძირითადი საკითხებზეც ისაუბრა.

კერძოდ, მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ უკრაინის ცის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საავიაციო პლატფორმების მოზიდვას, „სატანკო კოალიციის“ შექმნას, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის საწვრთნელი პროგრამებისა და მხარდაჭერის სტაბილურობას - ლოგისტიკის, ტექნიკური მომსახურებისადა რემონტის საკითხებს.

„მქონდა არაერთი საუბარი პარტნიორებთან - მათი ჩართულობა და მხარდაჭერა ოპტიმიზმს იძლევა“, - აცხადებს რეზნიკოვი.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს