იტალიის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ სილვიო ბერლუსკონის კრიტიკული განცხადებების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

მელონის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იტალიის მთავრობა მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას.

ინფორმაციისთვის, სილვიო ბერლუსკონიმ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, თავად რომ პრემიერ - მინისტრი ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა.

მისი მტკიცებით, ზელენსკის რომ დონბასზე „შეტევა შეეწყვიტა“, რუსეთი უკრაინას თავს საერთოდ არ დაესხმებოდა.

"ამიტომ მე ამ ვაჟბატონის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ", - აღნიშნა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, სილვიო ბერლუსკონი სამჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, 1994-2011 წლებში და მისი პარტია Forza Italia ამჟამად იტალიის მმართველი კოალიციის ნაწილია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა