კახა კალაძე პრეზიდენტზე - რა შუაშია შურისძიება? - ექსპონატები უნდა იყოს შესაბამის ადგილზე

რა შუაშია შურისძიება? - ცხადია, ექსპონატები უნდა იყოს შესაბამის ადგილზე , -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ­ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლა პოლიტიკურ შურისძიებას, კერძოდ, მის მიერ მხატვარ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეფასება გააკეთოს. რა შუაშია შურისძიება? ცხადია, ექსპონატები უნდა იყოს შესაბამის ადგილზე“, - აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენინსპექცია შევიდა. მათივე მტკიცებით, დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი ექსპონატის სახით წამოიღეს. რომელიც ამ დროისთვის დაზიანებულია.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა