სანდრო რაქვიაშვილი - შეუძლებელია, როცა მთავარი ამბები პარლამენტში ხდება, აქციაზე იდგე პარტიის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და რაღაცას ყვიროდე

შეუძლებელია, როცა მთავარი ამბები პარლამენტში ხდება, აქციაზე იდგე პარტიის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და რაღაცას ყვიროდე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა იმუშაოს.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ასეთი ქმედებები სასაცილოა.

„ევროპელები უკვე წლებია გვეუბნებიან ოპოზიციონერებს და მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომ დაუშვებელია ასეთი ქცევა, როცა რაღაც შეიძლება არ მოგეწონოს და ნაწყენი ბავშვივით გაიქცე, ან თუ უმრავლესობა არ გაქვს, არ იმუშაო. ეს ევროპელებს არც კი ესმოდათ არასდროს. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არც წარსულში უსმენდნენ მათ და არც ახლა უსმენენ. იმედია, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რადგან შეუძლებელია როცა მთავარი ამბები პარლამენტში ხდება, აქციაზე იდგე პარტიის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად და რაღაცას ყვიროდე, იმდენად სასაცილოდ გამოჩნდება ეს უკვე, ალბათ, მიხვდებიან, რომ ეს უნდა დაასრულონ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა, პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა