მაია სანდუ უკრაინის მიერ გადაცემულ კრემლის გეგმაზე - გეგმა ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმები, რომლის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო და რომ სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან ჩაყვანილი დივერსანტების მონაწილეობით.

„ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაზე და მძევლების აყვანას“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, კიევის მიერ გადაცემული მასალები მოიცავს ამ დივერსიული მოქმედებების ორგანიზების ლოგისტიკის დეტალურ დოკუმენტაციას.

პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოები ემზადებიან ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას რუსეთის გეგმა ჩაუვარდა ხელში, რომლითაც კრემლი მოლდოვაში დესტაბილიზაციას გეგმავდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში განაცხადა, რომ უკრაინულმა დაზვერვამ მოიპოვა კრემლის გეგმები, რომელიც მოლდოვაზე კონტროლის დაწესებას ითვალისწინებს და მან ყველა ინფორმაცია თავის კოლეგას, პრეზიდენტ მაია სანდუს გადასცა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში