ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ალმათის მიმართულებითაც დაიწყება

4 ივნისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას, ალმათის დაამატებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა.

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი ოთხი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება.

,,ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატება ივნისიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამ ეტაპზე, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ასრულებ. ბილეთების შეძენა ალმათის მიმართულებით ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://flyarystan.com/en/directions/almaty/almaty-kutaisi უკვე შესაძლებელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა