მთავრობის დადგენილებით, შემცირდა იმ სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა, რომელთათვისაც 48-საათიანი სამუშაო გრაფიკია გათვალისწინებული

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შემცირდა იმ სპეციფიკური სამუშაოების ნუსხა, რომელთათვისაც 48-საათიანი სამუშაო გრაფიკია გათვალისწინებული.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების მიხედვით, 48-საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები დაექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო სიკეთეს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამუშაო დრო, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, რაც საერთაშორისოდ აღიარებული, ევროპული პრაქტიკაა.

„40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ცვლილების მთავარი მიზანი დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაა.

ამ დრომდე არსებული ნუსხა 48-საათიან სამუშაო გრაფიკს ითვალისწინებდა ისეთი დარგებისთვის, რომელთათვისაც წარმოების უწყვეტობა არ არის აუცილებელი პირობა, მაგალითად: ტყავის წარმოება, მომსახურების სექტორი, ტრანსპორტი, ტექსტილის წარმოება და ა.შ. აღნიშნულ დარგებში დასაქმებულის 40-ზე მეტი სამუშაო დრო ზეგანაკვეთურად არ ითვლებოდა, რის გამოც შესაბამისი ანაზღაურება არ გაიცემოდა.

ცვლილებების მიზანია აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და კანონით გათვალისწინებული სიკეთეების მათზე გავრცელება. ცვლილება ერთი მხრივ გააუმჯობესებს შრომის პირობებს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ხელს შეუწყობს ახალი კადრების დასაქმებას.

სპეციფიკური სამუშაოების ნუსხის ცვლილებების შესახებ კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართულები იყვნენ როგორც ბიზნესის და დამსაქმებელთა წარმომადგენლები, ასევე პროფესიული კავშირის წევრები.

ახლად ამოქმედებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, სადაც მათ კიდევ ერთხელ გაეწიათ შესაბამისი კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს