„ევროპის უნივერსიტეტში“ ზამთრის სკოლა - „ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო“ დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლა - "ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ევროკავშირი და საქართველო“ დაიწყო. ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება "ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით, სოფიო ხუნდაძემ და ჟან მონეს მოდულის აკადემიურმა კოორდინატორმა ლევან მახაშვილმა გახსნეს.

აუდიტორიას სიტყვით მოწვეულმა სტუმრებმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მიმართეს.

„ზამთრის სკოლის სესიები 13-27 თებერვალს "ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციულ კორპუსში ყოველ დღე გაიმართება.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის სესიებს "ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის პროფესორები ჩაატარებენ, რომლებიც შემდეგ თემებზე ისაუბრებენ:

საქართველოს ევროპეიზაცია და დემოკრატიზაცია: ისტორია, მექანიზმები, აქტორები, ინსტიტუტები;

საქართველოს ევროპული პერსპექტივა: ევროკავშირის რეკომენდაციები და მათი შესრულების პროცესი.ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თემატური საკითხები, მათ შორის, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, ვაჭრობა, მწვანე ეკონომიკა, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.

საქართველოს ევროპული საგარეო და რეგიონული პოლიტიკა;

ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ;

ევროპეიზაციის გავლენა თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე;ფასეულობები და იდენტობები ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის კონტექსტში;

ანტი-ევროპული საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, სტრატეგიული კომუნიკაცია;

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და მობილობის პარტნიორობა;

თანამშრომლობა ფორმალური თუ არაფორმალური განათლების და ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

ზამთრის სკოლის დისკუსიებში მოწვეული სპიკერების რანგში ჩაერთვებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.

აღნიშნული ზამთრის სკოლა ევროკავშირის ერასმუს+ ჟან მონეს მოდულის "ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი“ (620916-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-MODULE) ფარგლებში და „ევროპის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით მესამედ ხორციელდება“, - აღნიშნულია ევროპის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა