„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს - ქუთაისში ახალი ფილიალი გაიხსნა

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის #99-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, მომსახურების ცენტრი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ავტოსერვისზე ხელმისაწვდომობას გაამარტივებს.

კომპანიის ცნობით, ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში უკვე ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს მოემსახურებიან.

მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა.

„ახალი ფილიალის გახსნა „თეგეტა მოტორსის“ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გადავწყვიტეთ. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა მომხმარებელს მაღალი ხარისხი და მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ. „თეგეტა მოტორსის“ ახალ ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები - ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“, - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო დირექტორმა სანდრო ნერგაძემ.

„თეგეტას“ ცნობით, ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, საწყობსა და შოურუმს აერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსის“ ავტომომსახურების ახალ ობიექტში ოცამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

ახალი ფილიალის გახსნაზე კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს უმასპინძლეს. ლენტის გაჭრის შემდეგ სტუმრებმა სერვისის სივრცე და შოურუმი დაათვალიერეს.

„თეგეტა მოტორსი“ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყოველთვის ხარისხთან და ეფექტიან მომსახურებასთან ასოცირდება. უკვე წლებია, რაც „თეგეტა“ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მოხარული ვარ, რომ ქსელი ფართოვდება და იმერეთის რეგიონს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა, რომელშიც 20-ამდე ადგილობრივი დასაქმდა“,- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.

„უკვე 20 წელია, რაც „თეგეტა მოტორსი“ წარმატებულად ოპერირებს ქუთაისში და მაღალი სტანდარტის სერვისს აწვდის ჩვენს თანამოქალაქეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფილიალის გახსნით დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა ქუთაისის მცხოვრებლებისთვის. მჯერა, რომ ახალ სივრცეში ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს“, - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

„თეგეტას ცნობით, ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 70-ზე მეტ ავტომფლობელს მოემსახურება. მომხმარებელი ონლაინ ჯავშნითაც ისარგებლებს.

„ახალ ფილიალში მომხმარებელი სწრაფ სერვისებს მიიღებს. მათ შორის არის ძრავის ზეთისა და ფილტრების შეცვლა, საბურავების სერვისი, ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა, აკუმულატორების შეცვლა, კონდიცირების სისტემის დატუმბვა და სხვა.

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში წარმოდგენილი იქნება Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასში შეიძენს ძრავის ზეთებს, ანტიფრიზებს, სამუხრუჭე ხუნდებს, აკუმულატორებს, მანქანის აქსესუარებსა და ავტომობილისათვის საჭირო სხვა პროდუქტებს.

„თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან 18:30 საათამდე იმუშავებს, კვირას კი - 09:30-იდან 18:00 საათამდე .

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა