სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქციული პროექტის „რეგიონული და მუნიციპალური პორტალი“ პრეზენტაცია გამართა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქციული პროექტის ,,რეგიონული და მუნიციპალური პორტალი“ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პორტალი ევროკავშირის, დანიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, - რეგიონული და მუნიციპალური პორტალი ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება და საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის სასურველი სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც რეგიონის ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე.

„პორტალი შესაძლებლობას გვაძლევს შევადაროთ ძირითადი მაჩვენებლები როგორც რეგიონების, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. პორტალზე არსებული 80-მდე მაჩვენებელი ისეთ სფეროებს მოიცავს, როგორიცაა მოსახლეობა და დემოგრაფია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, მშენებლობა, ტურიზმი, ბიზნეს რეგისტრი, ბიზნეს სექტორი და სხვა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს სანდო და მრავალფეროვანი მუნიციპალური მონაცემების შეგროვებას საქართველოში. საქსტატის ახალი სერვისი ეხმარება პოლიტიკის შემქმნელებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას, გამოავლინონ არსებული ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი საკითხები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს“, - განაცხადა კოლომბ დე მერსიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა.

„მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ სანდო და გამჭვირვალე სტატისტიკური ინფორმაცია, რათა თავისი საჭიროებები სწორად შეაფასონ და შესაბამისი პროგრამები დაგეგმონ. დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერის ფარგლებში, დანია ხელს უწყობს მუნიციპალური სტატისტიკის შეგროვების გაუმჯობესებას საქართველოში“, - აღნიშნა ენ ტოფტ სორენსენმა, დანიის ელჩმა საქართველოში.

„UNDP მიესალმება ევროკავშირსა და დანიასთან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით საქსტატს მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში. საქსტატის საქმიანობა პასუხობს საქართველოს ეროვნულ საჭიროებებს სტატისტიკური მონაცემების მხრივ და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული სტრატეგიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირისა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, თანამშრომლობენ ადგილობრივ დონეზე საჭიროებებზე დაფუძნებული სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესებისათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა