იენს სტოლტენბერგი - ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევა უკვე დაიწყო.

„რეალობა ისაა, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის ახალი შეტევის დაწყებას უკრაინაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომში ათასობით ჯარისკაცს აგზავნის და დაღუპულთა ძალიან მაღალ მაჩვენებელს და დიდ დანაკარგებს იღებს, თუმცა უკრაინელებზე ზეწოლის მოხდენას ახერხებს.

„რუსეთი იმის ანაზღაურებას, რაც ხარისხის კუთხით აკლია, რაოდენობით ცდილობს”, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება.

სტოლტენბერგის განმარტებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება კიევისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მიწოდება, მით მეტი სიცოცხლის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.

ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, ხვალ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვიც დაესწრება.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა