იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მიმართ ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ.

„მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ - ნატოს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ხვალ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება