საპენსიო სააგენტო - 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია

2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა ამონაგები, კი 479.5 მილიონ ლარს შეადგენს.
„საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 372 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,086 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,985,980.66 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























