უკრაინის საგარეო უწყება - სილვიო ბერლუსკონი ვლადიმერ პუტინის სისხლიან ხელებზე კოცნას ცდილობს

სილვიო ბერლუსკონის უაზრო ბრალდებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პუტინის ხელებზე - იდაყვებამდე სისხლიან ხელებზე, კოცნის მცდელობაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სილვიო ბერლუსკონის განცხადებას, რომელმაც რუსეთის უკრაინის შეჭრაში ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა.

ბერლუსკონს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც პასუხობს და აცხადებს, რომ მისი სიტყვები იტალიის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

„ბერლუსკონი არის VIP აგიტატორი, რომელიც მოქმედებს რუსული პროპაგანდის ფარგლებში, ის იტალიის რეპუტაციას პუტინთან მეგობრობაში ცვლის. მოიხსენით ნიღაბი და საჯაროდ თქვით, რომ უკრაინელი ხალხის გენოციდის მომხრე ხართ“, - მიმართავს მიხაილო პოდოლიაკი სილვიო ბერლუსკონს.

ინფორმაციისთვის, სილვიო ბერლუსკონიმ, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მელონისა და ზელენსკის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, თავად რომ პრემიერ - მინისტრი ყოფილიყო, ზელენსკის არ შეხვდებოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის რომ დონბასზე „შეტევა შეეწყვიტა“, რუსეთი უკრაინას თავს საერთოდ არ დაესხმებოდა. "ამიტომ მე ამ ვაჟბატონის საქციელს ძალიან, ძალიან უარყოფითად ვაფასებ", - აღნიშნა ბერლუსკონიმ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება