პარლამენტში ინიცირებულია პაკეტი, რომლის მიზანიც სურსათის შეწირულობის წახალისებაა - სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს სურსათის შეწირულობის წახალისება წარმოადგენს.

კანონის პროექტი სახელწოდებით - “სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

პროექტი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების სფეროში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს. კერძოდ, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (ჩათვლის უფლებით).

პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სურსათის შეწირულობა ბიზნესისთვის ფისკალურად არახელსაყრელია და სუპერმარკეტები ზედმეტი საკვების გაცემაზე უარს ამბობენ, რადგან შემოწირული საკვები დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%) იბეგრება.

“სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% - დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - მომხმარებლამდე არ მიდის და ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე იკარგება.

ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში; 2% - სარეალიზაციო ქსელში).

2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს.

მაშინ, როცა სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში