მარია ზახაროვა - ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ - ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას

15 წლის წინ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა კითხვაზე, როგორ აფასებს რუსეთის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ და როგორ გეგმავს მოსკოვი ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას.

ამასთან, ზარახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

„ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში, რამაც შექმნა პირობები სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცებისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მათ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ბაზები, ხორციელდება სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვა გარედან შესაძლო პროვოკაციების აღკვეთის მიზნით, რაც აქტუალურია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსგან სავალდებულო შეთანხმებებს ამ ქვეყნების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას.

რუსეთი რჩება რესპუბლიკების მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამ ღონისძიებების ერთობლიობა ხელს უწყობს მშპ-ს პროგრესულ ზრდას და მოქალაქეთა კეთილდღეობას, ინვესტიციების მიმზიდველობის გაუმჯობესებას და ეროვნული ბიუჯეტების შემოსავლების მხარის ზრდას. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები, ქმნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სარტყელს, აფართოებს ბაზრებს და შესაძლებლობებს ტურისტული და საქმიანი მოგზაურობისთვის... ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან სამოკავშირეო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ“ , - განაცხადა ზახაროვამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა