საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 6 სტუდენტი ტელეკომპანია „იმედში“ სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ციფრული სატეკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ტელეკომპანია „იმედი“, დასაქმების მიზნით, 6 ვაკანსიას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამომავლო დასაქმებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიას შორის შეხვედრა შედგა, რომელსაც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე, ხოლო დამსაქმებლის მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სალომე ბაზერაშვილი, ტექნიკური დირექტორი დავით ოქრუაშვილი და HR-მენეჯერი სალომე არეშიძე ესწრებოდნენ.

სტუ-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიის მენეჯერებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ტელეკომპანიის სპეციფიკის, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე და გრძელვადიანი სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების პერსპეტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, ტელეკომპანიაში ლაივუს ჩართვის ინჟინრის ექვსი აქტიური ვაკანსიის შესახებ ესაუბრნენ და მათ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი გააცნეს.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის. ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ახორციელებს. ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ექვსი აქტიური ვაკანსია შესთავაზეს. დასაქმება შესაძლებელი შესაბამისი სტაჟირების გავლის შემდეგ გახდება. სტაჟირებას ის სტუდენტები გაივლიან, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკური განათლება აქვთ, ხოლო ის ექვსი სტუდენტი, რომელიც სტაჟირების პროცესში თავის უნარებსა და ცოდნას ყველაზე უკეთ გამოავლენს, ტელეკომპანიაში დასაქმდება და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცემა. უნივერსიტეტი ახალგაზრდებს განათლებას, თეორიულ ცოდნას აძლევს, რისი გამოყენება და გაღრმავება მათ პრაქტიკაში უნდა შეძლონ. ვფიქრობთ, ის ხიდი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დამსაქმებელსა და სტუდენტს შორის დებს, სწორედ მათ კარიერულ განვითარებას ემსახურება და არა, უბრალოდ, მათ დასაქმებას“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

ტელეკომპანია „იმედის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სალომე ბაზერაშვილის თქმით, კომპანიის სურვილია მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დასაქმებას და მათ პროფესიულ, ასევე, კარიერულ განვითარებას.

„სასიხარულოა, რომ ჩვენთან შეხვედრის სურვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბევრმა სტუდენტმა გამოთქვა. ტელეკომპანიის ინტერესია, ხელი შეუწყოს საინჟინრო-ტექნიკური განათლების მქონე ახალგაზრდების დასაქმებას და იზრუნოს მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებაზე, მოამზადოს მათგან ტექნიკური მიმართულების იმ ახალგაზრდა პროფესიონალთა ახალი ნაკადი, რომელიც სამომავლოდ, ტელეკომპანიის ტექნიკურად გამართული საქმიანობის საყრდენი გახდება. დასაქმების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დამამთავრებელი კურსის ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც შესაბამისი თეორიული ცოდნა გააჩნია, ჩვენ ვთავაზობთ სტაჟირებას ტექნიკური მიმართულებით, რათა მათ პრაქტიკული გამოცდილება და სამუშაო სპეციფიკა გავუზიაროთ. სტაჟირება 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება“, - აღნიშნა სალომე ბაზერაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ტელეკომპანიის ტექნიკური დირექტორი ესაუბრა და არსებული ვაკანსიის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა