გენერალურ პროკურატურაში, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ღია კარის დღე გაიმართა.

„შეხვედრაზე, ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, რომლის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.

მშენებლობა საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით განხორციელდება.

საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი განთავსდება.

პროექტის მიზანია პროკურატურის თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათ თანამედროვე სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს