გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას ითხოვს

გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე შოთიკო აფციაური გამოფენიდან საკუთარი ნამუშევრის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

აფციაური ორგანიზატორებს 24 - საათიან ვადას აძლევს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ვადაზე დიდხანს ნახატის გამოფენაზე გაჩერება, მისთვის მიუღებელია.

„გავგზავნე წერილი ქეთი შავგულიძის და „ათინათის“ სახელზე. რათა მიმართონ ეროვნულ გალერეას. რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაბრუნდეს გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ჩემი ნამუშევარი ჩემს ხელში, რისი წამოღების ორგანიზაციაც თავად შემიძლია მოვახდინო. ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა. ამ პოსტს საჯაროდ ვწერ, რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა - 24 საათი მიღება - ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად. ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ, რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია.

ასევე ამ პოსტით საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში, რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია.

პ.ს. ყველას გთხოვთ ნუ ესვრით ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი, ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობა . სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა, ის რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია რომელიც ხშირად "მტრის" წისქვილზე ასხამს წყალს”, - წერს აფციაური „ფეისბუქზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა