გიორგი ვაშაძე - მერაბიშვილი ჩემთვის ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს, შესაბამისად, “წითელ ხაზებზე” ვერ ვისაუბრებ - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიას თვითონ მიხედავს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნეა პრორუსული „ქართული ოცნება“

ვანო მერაბიშვილი ჩემთვის დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს, შესაბამისად, ვერანაირ “წითელ ხაზებზე” ვერ ვისაუბრებ - ჩემთვის ჭორიკნობაა საუბარი იმ შეთქმულების თეორიებზე, რომელიც სადღაც, რომელიღაც პარტიაშია. ეს ძალით შემოტანილი თემაა , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკითხის განხილვა.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიას თვითონ მიხედავს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნე „პრორუსული „ქართული ოცნებაა“, რომელიც ღალატის პარტიად ჩამოყალიბდა“.

„ვფიქრობ, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით მედია, რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ამ მეორეხარისხოვან საკითხებს, მით უფრო კარგად წავა ქვეყანა, იმიტომ რომ ამ ქვეყანას რუსეთიდან მართული მარიონეტული რეჟიმი მართავს. ადამიანებს სამუშაო ადგილები არ აქვთ, საქართველოს ყოველი მეოთხე მოქალაქე ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობს, ფასები უკიდურესად იზრდება. უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ოპოზიციური პარტიები საერთოდ ამ დიალოგში შედიან, რადგან პირდაპირ ვფიქრობ, რომ ეს არის რუსეთიდან მართული მარიონეტული რეჟიმის განმტკიცების და გამაგრების ერთადერთი გზა, რომ ოპოზიციაში დაქსაქსულობა და გახლეჩილობა შემოიტანოს. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტიას თვითონ მიხედავს. ეს ჩემი გასარჩევი არ არის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამიზნე არის პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ღალატის პარტიად ჩამოყალიბდა, ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ლაჩრულ განცხადებებს აკეთებს, თავს ესხმის უკრაინას, დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. იმასაც კი ბედავენ, რომ დასავლეთს ასწავლიან ჭკუას, მედიათავისუფლება როგორ სტანდარტებში უნდა იყოს.

ჩვენი ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ განვითარების გზას აგვაცდინეს. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის მეორეხარისხოვანი საკითხები, რომელშიც ჩართული ხართ მთელი მედიასაშუალებები და პოლიტიკურ ჭორაობად დავამსგავსეთ ტელევიზიაში დისკუსიებიც. ჩემთვის ჭორიკანობაა საუბარი იმ შეთქმულების თეორიებზე, რომელიც სადღაც რომელიღაც პარტიაშია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა ხდება არ მაინტერესებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა აქტივობას მიესალმება, რომელიც „ქართული ოცნების“ დასუსტებისკენ არის მიმართული.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთთავდასხმასთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებს.

მისივე თქმით, სხვადასხვა მიმართულებით ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევს, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ევროინტეგრაციის და უკრაინის მიმართ სოლიდარობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„მე საერთოდ მორატორიუმს ვაცხადებ ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთთავდასხმაზე და არავისზე თავდასხმა არ გაგვიკეთებია, ვინც ჩვენ თავს დაგვესხა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა