ჯონ კირბი - ვლადიმერ პუტინი გენერლებს წინდებივით ცვლის

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსებს ბრძოლის ველზე კვლავ აქვთ ის პრობლემები, რაც მათ ერთი წლის წინ აწუხებდათ.

„ცხადია, ბატონი პუტინი არ იღებს კარგ გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში, არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ეს არის ქვეყანა, რომელიც არავის უქმნიდა საფრთხეს. ცხადია, არც მას და არც მის სამხედროებს არ მიუღიათ ჯანსაღი გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე. ისინი კვლავ განიცდიან იმავე პრობლემებს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ: ლოგისტიკა, თვითუზრუნველყოფა, ერთობლივი ცეცხლის ინტეგრაცია, ცოცხალი ძალა, პერსონალი, დანაყოფის ერთიანობა. შემიძლია, კიდევ გავაგრძელო. რუს სამხედროებს ეს პრობლემები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ამას ისიც ადასტურებს, რომ ვლადიმერ პუტინი ხშირად ცვლის გენერლებს.

„ამას ისიც ადასტურებს, რომ, მოგეხსენებათ, ის აგრძელებს გენერლების შეცვლას ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო