ახალ ზელანდიაში ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალ ზელანდიაში ციკლონ “გაბრიელეს“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის, კიერან მაკანულტის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობის რეაგირებას გაამარტივებს.

ქვეყანაში მინიმუმ 38 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უამინდობის გამო, Air New Zealand-მა მინიმუმ 509 ავიარეისი გააუქმა.

ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქში, ოკლენდში, ხელისუფლებამ 30 მეტრის სიმაღლის კოშკის გარშემო, რომელიც ჩამონგრევის საფრთხის ქვეშაა, 50 სახლიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა. ქალაქში ასევე შეიქმნა ათობით საევაკუაციო ცენტრი.

მედიის ინფორმაციით, ერთი მაშველი-მეხანძრე მძიმედ დაშავდა, ერთი კი დაიკარგა და ამ დრომდე ეძებენ.

Metservice-ის პროგნოზით, ციკლონის გამო ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში უამინდობა გაგრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა