გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება მომხმარებელს დიღომში დ.აღმაშენებლის ხეივანში, 11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში, სოფელ გლდანში, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტს დიღომში დ.აღმაშენებლის ხეივანში.

14:00-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ნიჩბისი, ქვემო და ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, მისაქციელი.

11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კორშა, გომეწარი, შუაფხო, როშკა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით