ჯონ კირბი - ჩინეთი აეროსტატის საშუალებით აშშ-სა და მის მოკავშირეებს წლების განმავლობაში უთვალთვალებს

ჩინეთი მაღალი სიმაღლის აეროსტატის პროგრამას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თვალთვალისთვის მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ აშშ-ში ბოლო რამდენიმე დღეში ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სათვალთვალო პროგრამა თარიღდება სულ მცირე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან.

„ის მოქმედებდა წინა ადმინისტრაციის დროს, მაგრამ მათ ეს ვერ აღმოაჩინეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, მივადევნეთ თვალი და ყურადღებით ვსწავლობდით, რომ რაც შეიძლება მეტი გაგვეგო. ვიცით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სათვალთვალო საჰაერო ბუშტებმა ათობით ქვეყანაში შეაღწიეს, ჩვენი უახლოესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩათვლით“, - აღნიშნა ჯინ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას მეტი ეცოდინება, როდესაც ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების ნამსხვრევებს შეისწავლიან. ამასთან, მისი თქმით, ჩამოგდებული სამი ობიექტი ბევრად უფრო პატარა იყო და დაბალ სიმაღლეზე მოძრაობდა, ვიდრე ჩინური სათვალთვალო აეროსტატი, მაგრამ მათი წარმომავლობა, შემადგენლობა და დანიშნულება ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, აშშ-ში, 4 თებერვლის შემდეგ 4 მფრინავი ობიექტი, მათ შორის ერთი ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა