თბილისის საკრებულომ მსჯავრდებულებისთვის 400-მდე წიგნი შეაგროვა

თბილისის საკრებულოში წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალი პროექტის „ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის ორგანიზებით და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით შედგა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები: ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი ესწრებოდნენ.

„დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეუერთდა ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის 16 000-მდე წიგნის შეგროვებას ითვალისწინებს.

პირველი ინიციატივას თბილისის საკრებულო შეუერთდა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს 400-მდე წიგნს გადასცემს.

ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა“,-აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისის საკრებულო უერთდება ამ ძალიან კარგ ინიციატივას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვისაა მნიშვნელოვანი. ერთ სივრცეში მყოფ ადამიანებს ნამდვილად ჰაერივით სჭირდებათ წიგნი, როგორც სულიერი საზრდო. ცხადია, რჩეული ლიტერატურა პატიმრებს არა მხოლოდ ერთფეროვანი დღეების გადატანაში, არამედ ცოდნის გაღრმავებაშიც დაეხმარებოდა. ცივილიზებული სამყაროს საზრუნავიც ხომ ის არის, რომ ციხეებიდან ადამიანები საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ “, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა

საკრებულოს ცნობით, პროექტის ,,ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა“ ფარგლებში, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულება პროფესიული გადამზადების ცენტრს მსჯავრდებულებისთვის საჩუქრად გადასცემს წიგნებს (მხატვრულ ლიტერატურას), რომლებიც საქართველოს მასშტაბით არსებული პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებში გადანაწილდება. ინიციატივა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას