მთავრობა B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა B ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დაწყებული ან დაგეგმილი რეფორმების და სისტემური ცვლილებების ჩამონათვალი ვრცელია და მათი მიმოხილვა ერთ ინტერვიუში შეუძლებელია. რაც შეეხება დარგობრივ ე.წ. ვერტიკალურ პროგრამებს, აქაც მაღალი აქტივობაა. საკმარისია ჩამოვთვალოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური და უაღრესად წარმატებული პროგრამა, ასევე აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამები და სხვ. 2023 წელს დაგეგმილია B ჰეპატიტის ელიმინაციის ახალი პროგრამის დაწყება. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის დაძლევს 21-ე საუკუნის ორ მთავარ ეპიდემიას: C ჰეპატიტს და აივ ინფექცია/შიდსს, ხოლო 2030 წლისთვის - B ჰეპატიტის ეპიდემიას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა