პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ ვაფრთხილებდით, რუსეთთან კუდის ქიცინით, მუხლებზე დგომით და ლაქუცით ვერაფერს მივიღებდით - ზახაროვამ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკა არ შეიცვლება

„ქართულ ოცნებას“ ვაფრთხილებდით, რუსეთთან კუდის ქიცინით, მუხლებზე დგომით და ლაქუცით ვერაფერს მივიღებდით - ზახაროვამ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკა არ შეიცვლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან კომპრომისებით ქვეყანა ფონს ვერ გავა.

"ასეთი პოლიტიკა არაერთხელ სცადეს, მათ შორის, შევარდნაძემ, 5 თუ 6 მინისტრი დანიშნა რუსეთის გავლენის აგენტებიდან, შემდეგ 2 აფეთქება მოუწყვეს მას. თუ "ქართულ ოცნებაში" ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისებით, დასავლეთის და უკრაინის ლანძღვით, ნატო- სა და ევროკავშირისგან დისტანცირებით ფონს გავალთ, ეს არის აბსურდი. ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავის პოლიტიკას არ შეცვლიან,"- განაცხადა მაჯგალაძემ.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა