ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალს, მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და სავალუტო ფონდის თანამშრომლობაზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებსა და რეგიონში შექმნილი ვითარების გავლენაზე.

„ასევე, ყურადღება გამახვილდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებულ აუქციონსა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ რეგიონში შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ორი წელია, საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას აფიქსირებს, ასევე გაუმჯობესებულია სხვადასხვა ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები. ამასთან აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებობს გამოწვევებიც. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები რომეო მიქაუტაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე. აგრეთვე სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და სხვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში