ალუდა ღუდუშაური - შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია ერთ კლასტერში მოვიხსენიოთ - ზახაროვას განცხადებები ამორალურია, მისი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ვალდებულებები აქვს შესასრულებელი

ზახაროვას ვურჩევდი, როგორმე რეალობა გაიხსენოს და უმჯობესია, გასცეს პასუხი იმას, თუ როდის აპირებს მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას. ღუდუშაური ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას რუსეთთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ და აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენლების განცხადებები მაშველ რგოლად ევლინება ოპოზიციას.

„შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია არც გავყოთ და ერთ კლასტერში მოვიხსენიოთ. მათი განცხადებები, ზახაროვა იქნება თუ ოპოზიცია, სრულიად არასერიოზულია და ზახაროვა იქნება, ოპოზიცია თუ სხვა, შევახსენებ, რომ რუსეთს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და მისი ყველა პუნქტი აქვს დარღვეული და უნდა შეასრულოს. მას დაეწია ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას და მტკიცე პოზიციას აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებაში. შესაბამისად, ზახაროვას ვურჩევდი, რომ როგორმე ის რეალობა გაიხსენოს, რაც არის და უმჯობესია, გასცეს პასუხი იმას, თუ როგორ და როდის აპირებს მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. არ ვიცი თქვენთვის რამდენად სერიოზულია ზახაროვას განცხადებები, მისი განცხადებები ამორალურია და ფაქტების უგულებელყოფით არის გაკეთებული. საქართველოს მტკიცე პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. მისი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. თუ მისმა ქვეყანამ და ზახაროვას ხელმძღვანელებმა რაიმე უნდა დაიწყონ, ეს არის ვალდებულებების დროული შესრულება“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი