მამუკა გამყრელიძე - ქართული პოლიტიკის დონე „პლინტუსს“ დაბლაა - დამძიმებული ჩამოვედი ბრიუსელიდან, ღიად გვეუბნებიან - „არაფერს აკეთებთ 12 პუნქტის შესასრულებლად, არ იქნება შესრულება - არ იქნება სტატუსი“

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის დონე არის, როგორც იტყვიან, „პლინტუსს“ დაბლა, - ამის შესახებ პარტია „ევროპული დემოკრატების“ გენერალური მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკის დონეზე საუბრისას, ის არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც გულისხმობს.

„მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ ხელისუფლებაზე, მეც ვსაუბრობ ოპოზიციაზეც, მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენ ჩვენი თავის დამცირება და რაღაც დაბლა დაყვანა, აი, იმ დონისა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუტოლდებოდეთ. სამწუხაროდ, კინკლაობისა და უშვერი სიტყვებით ერთმანეთის მოხსენიების გარდა არაფერი მოხერხდა. ამას ძალიან კარგად ხედავენ ევროპაში. შესანიშნავად იციან რა მდგომარეობაც არის. მე ძალიან დამძიმებული შეხედულებებით ჩამოვედი ბრიუსელიდან იმიტომ, რომ იქ პირდაპირ, ღიად, ძალიან მკვეთრად არის ნათქვამი, რომ „თქვენ არაფერს აკეთებთ 12 პუნქტის შესასრულებლად. არ იქნება 12 პუნქტის შესრულება, არ იქნება სტატუსი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

როგორც პარტია „ევროპული დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, „ჩვენ არ ვიქცევით ევროპულად. ხელისუფლებას ანტი-ევროპული რიტორიკა აქვს“.

„ქვეყანა დამარცხდება და ქვეყანა იქნება წაგებული თუ ჩვენ სტატუსს არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც იხურება. ამას თუ ვერ მივიღებთ, ჩვენ გადაგვაგდებენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კალათიდან უკვე აზერბაიჯან-სომხეთის კალათაში, საიდანაც ვეღარასდროს ამოვალთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, სტატუსის მოცემა ევროპის მხრიდან არ არის არანაირი ვალდებულება, სამაგიეროდ, ვალდებულებების მთელი რიგია ხელისუფლებისა და საქართველოს მიმართ, რათა შეასრულოს რაღაც პირობები.

რუსეთთან დაკავშირებით საუბრისას, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ამ ქვეყნის მიმართ, ქართველი პოლიტიკოსების გარკვეულ ნაწილში მხოლოდ შიში არ არსებობს, არამედ ვალდებულებებიც.

„აი, როგორც სალომეს აქვს ვალდებულებები ივანიშვილთან, ისე ივანიშვილს და მისი გარემოცვის ზოგიერთ პირს აქვთ ვალდებულებები რუსეთთან. მოვა დრო, ეს ღიად გამოჩნდება“, - დასძინა გამყრელიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე