სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა

გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც კომპანიის, ასევე იმ პროდუქტების შესახებ, რომლით სარგებლობასაც შეძლებენ. სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბათუმში ახალი ფილიალი მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის რეგიონის მოსახლეობას ადგილზე ისარგებლონ მათთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტით და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.

მათივე ინფორმაციით, დაზღვევა საერთაშორისო პროდუქტია, რომლის უპირატესობასაც წარმოადგენს პროვაიდერების ფართო ჩამონათვალი, დაფარვის საერთაშორისო არეალი და მოიცავს: ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას, ავტო დაზღვევას, სამოგზაურო დაზღვევას, ქონების დაზღვევას, ბიზნეს დაზღვევას.

“ჩვენი კომპანია ოფიციალურად პირველ ფილიალს ბათუმში ხსნის, რაც განპირობებულია კომპანიის მიზნებიდან რომ გავფართოვდეთ საქართველოს მასშტაბით სხვა რეგიონებშიც და გვქონდეს ფილიალები, ბოლო პერიოდში ამას ვგეგმავდით თუმცა კოვიდ 19-მა შეფერხება გამოიწვია. ონლაინ რეჟიმში ჩვენს დაზღვეულებს კვალიფიციური სერვისების მიღება აჭარის რეგიონში შეეძლოთ. დღეს უკვე გაფართოებული ფილიალით, ჩვენი კომპანია შეძლებს ყველა იმ პროდექტზე ხელმისაწვდომობა გახსნას აჭარის რეგიონში, რაც აქამდე არ ჰქონდათ. ეს იქნება საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევა თუ სხვა ქონებრივი რისკების დაზღვევა. ჩვენი ფილიალი თავისი შემადგენლობით მზად არის, უკვე მოემსახუროს აჭარას”,-განაცხადა სადაზღვეო კომპანია გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინა კობახიძემ.

კომპანიის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში: საერთაშორისოობა, განსხვავებული სადაზღვევო პოლისები, რისკების სწორი მართვა, შექმნილი სიახლის პრაქტიკაში დანერგვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურეობა. სწორედ ეს განაპირობებს მაღალ სანდოობას ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: საქართველოს რაგბის კავშირი, GIZ, PWC, BDO,ფილიპ მორისი, ზუმერი, საფრანგეთის საელჩო, UGT და ა.შ. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს შორის შერჩევითობის პრინციპით გათამაშდა ჯანმრთელობის დაზღვევის 1 წლიანი პაკეტი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა