აკია ბარბაქაძე - ვაჩვენოთ გაზულუქებულ, რუსულ ხელისუფლებას, რომ 24 თებერვლიდან კოლაბორაციონიზმის დასრულება დაიწყება - ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოს პირდაპირი ღალატია

ვაჩვენოთ ამ ჩვენ გაზულუქებულ რუსულ, კოლაბორანტ ხელისუფლებას, რომ საქართველოში 24 თებერვლის მერე კოლაბორაციონიზმის დასრულება დაიწყება. მტერთან თანამშრომლობის პრაქტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „თავისუფლებისთვის -წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამს, სახელმწიფოს პირდაპირი ღალატია.

„ეს ხალხი პირდაპირ დაკავებულია რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციის გაადვილებით. ამას ემსახურება სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვა, შეიარაღებული ძალების დასუსტება, ათიათასობით ადამიანის - სამხედროების და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების საზღვარგარეთ გაქცევა, მოსახლეობისგან ქვეყნის დაცლა. ამას ემსახურება ჯიუტად 12 პუნქტის არშესრულება იმიტომ, რომ ესენი [ხელისუფლება] ვერ იქნებიან ისე, მოუწევთ დემოკრატიული პრინციპების აღიარება, რომელსაც ევროკავშირი გვთხოვს, ჩარჩოებში მოქცევა, პოლიტიკურ სივრცეებში დაბრუნება და ხალხთან ანგარიშვალდებულება. ზუსტად ეს არ უნდათ იმიტომ, რომ მერე ეს ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტი გახდება. ამას ემსახურება ხალხის სპეციალურად გაღარიბება, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი გაიქცეს, რომელიც ამათი მომხრე არ არის. როდესაც ამ ფაზლებს აწყობ ისეთი სურათი გამოდის, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ რუსული ხელისუფლებაა“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, საქართველომ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, დაჩაგრული არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხია.

„დაჩაგრული ვართ ქართველი ხალხი მაგათ ხელში იმიტომ რომ ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს - მათ არ უნდათ ხელისუფლება დათმონ. ის, რასაც ახლა აგორებენ, რომ ვითომ ვიღაცებს რევოლუცია უნდათ და ა.შ. საპარლამენტო რესპუბლიკაში რევოლუცია გამორიცხულია. საპარლამენტო რესპუბლიკა თვითონ ისეთი წყობაა, რომ ადვილად უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში და ადვილად წახვიდე. მეორე თემაა ის, რომ ამ ვაჟბატონებს ხელისუფლებიდან წასვლა არ უნდათ და იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ, დიახ, ძალიან მძიმე რაღაც იტვირთეს საკუთარ თავზე, რასაც ჰქვია სახელმწიფო ღალატი, სამშობლოს ღალატი. მიიღებენ ამ ბრალდებას! მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატია! მძიმე ბრალდებაა და მძიმე დღეშია ეს ქვეყანა ჩაგდებული“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ და დასძინა, რომ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არის.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე