აშშ-მ 4 თებერვლის შემდეგ, 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, 4 თებერვლის შემდეგ 4 მფრინავი ობიექტის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

პირველი ობიექტი, ჩინური აეროსტატი, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჯაშუშურ ქმედებას ახორციელებდა, 4 თებერვალს ჩამოაგდეს.

შეერთებულმა შტატების ხელისუფლების ინფორმაციით, 60 მეტრი სიმაღლის აეროსტატი იანვრის ბოლოს დააფიქსირეს და ის სამხრეთ კაროლინას სანაპიროსთან F-22 ტიპის გამანადგურებლით ჩამოაგდეს. ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, აეროსტატი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო, რომელიც კვლევისთვის, ძირითადად ამინდთან დაკავშირებული კვლევისთვის გამოიყენებოდა და კურსს ასცდა. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური პირების განმარტებით, ნამსხვრევებმა დაადასტურა, რომ აეროსტატი აღჭურვილი იყო მრავალი ანტენით, რომელსაც ინფორმაციის შეგროვების ოპერაციების განხორციელება შეეძლო.

ამასთან, 10 თებერვალს, შეერთებულმა შტატებმა F-22 ტიპის გამანადგურებლით ალასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო. პენტაგონის ცნობით, ობიექტი პირველად აშშ-ის საჰაერო სივრცეში ხუთშაბათს გვიან გამოჩნდა და მას თვალყურს ადევნებდა აშშ-ს ჩრდილოეთ სარდლობა. ის დაახლოებით 12000 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ფრენის უსაფრთხოებას.

მეორე დღეს, შაბათს, კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი კანადის თავზე ჩამოაგდეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, მისი ჩამოგდების ნებართვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გასცეს.

მეოთხე ამოუცნობი ობიექტი კვირას - მიჩიგანის თავზე, ჰურონის ტბის მახლობლად ჩამოაგდეს.

ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, არსებობს თუ არა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებსა და ჩინეთის სათვალთვალო ბუშტს შორის რაიმე კავშირი.

„ეს ობიექტები არ ჰგავდა და ბევრად უფრო პატარა იყო, ვიდრე ჩინეთის საჰაერო ბუშტი და ჩვენ მათ საბოლოოდ არ დავახასიათებთ მანამ, სანამ აღმოვაჩენთ ნამსხვრევებს, რაზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა აშშ-ოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.

მანამდე, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინურ აეროსტატსა და შემდეგ ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს.

„პარასკევს და შაბათს ჩამოგდებული ობიექტები იყო მფრინავი ობიექტები და არ ჰგავდა ჩინურ აეროსტატს. როდესაც ჩვენ შევძლებთ ნამსხვრევების აღმოჩენას, ჩვენ უფრო მეტი გვექნება თქვენთვის სათქმელი, ”- აღნიშნა მან.

ამასთან, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა ABC News-ს განუცხადა, რომ მას თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განუცხადა, რომ კანადის თავზე ჩამოგდებული ობიექტი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი აეროსტატი იყო, ისევე როგორც მანამდე, ალასკის თავზე ჩამოგდებული მაღალი სიმაღლის ობიექტი.

კანადის თავდაცვის შტაბის უფროსმა, გენერალმა უეინ ეირმა, ასევე ახსენა „აეროსტატი“ როდესაც ის საუბრობდა ობიექტის ჩამოგდების მიზნით გაცემულ ინსტრუქციებზე.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი მაღალი სიმაღლის აეროსტატის პროგრამას აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თვალთვალისთვის მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს.

მისი თქმით, სათვალთვალო პროგრამა თარიღდება სულ მცირე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან.

„ის მოქმედებდა წინა ადმინისტრაციის დროს, მაგრამ მათ ეს ვერ აღმოაჩინეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, მივადევნეთ თვალი და ყურადღებით ვსწავლობდით, რომ რაც შეიძლება მეტი გაგვეგო. ვიცით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სათვალთვალო საჰაერო ბუშტებმა ათობით ქვეყანაში შეაღწიეს, ჩვენი უახლოესი მოკავშირეებისა და პარტნიორების ჩათვლით“, - აღნიშნა ჯინ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას მეტი ეცოდინება, როდესაც ჩამოგდებული მფრინავი ობიექტების ნამსხვრევებს შეისწავლიან. ამასთან, მისი თქმით, ჩამოგდებული სამი ობიექტი ბევრად უფრო პატარა იყო და დაბალ სიმაღლეზე მოძრაობდა, ვიდრე ჩინური სათვალთვალო აეროსტატი, მაგრამ მათი წარმომავლობა, შემადგენლობა და დანიშნულება ამ დრომდე უცნობია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა