იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო

მნიშვნელოვანია იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული ინტერვენციის მიმართ. ამიტომ მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მორგებული პარტნიორობა და მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც ნატო მსგავს პარტნიორებთან ახორციელებს.

"ვფიქრობ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომიდან მივიღეთ, არის პარტნიორებისთვის მხარდაჭერის დროული და არა დაგვიანებით უზრუნველყოფა. როგორც მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული ინტერვენციის მიმართ. ამიტომ მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ, კრიზისის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, მორგებული პარტნიორობა და მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვახორციელებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე