ლევან სილაგავა - ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული ფქვილია, ხოლო ადგილობრივი ფქვილი მინიმუმამდეა დასული

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული ფქვილია, ხოლო ადგილობრივი ფქვილი მინიმუმამდეა დასული.

მისივე თქმით, ხორბალი არ შემოდის იმ მიზეზით, რომ დღეს რუსეთის საბაჟო - საექსპორტო გადასახადი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორბლის შემოტანას აზრი არ აქვს.

„ყველაზე კარგი სიტუაცია ბაზარზე მაშინაა, როდესაც ადგილობრივი წარმოებაც მუშაობს და ფქვილის იმპორტიც. თუ დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, სამწუხაროდ, ადგილობრივი წისქვილკომბინატები გაჩერებულია, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ბაჟი ისევ გაზრდილია. როდესაც რუსეთის საექსპორტო ბაჟი იზრდება, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფქვილის შემომტანები რუსეთის წისქვილკომბინატები ხდებიან. ეს კი ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერებას ნიშნავს. სამწუხაროდ, დღეს მეორე ტალღაში შევდივართ, პირველი ტალღა შარშან იყო, მოგეხსენებათ, როდესაც წისქვილკომბინატების უმეტესობა გაჩერდა. ამასთან დაკავშირებით დღესაც პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, ქვეყანაში მხოლოდ იმპორტირებული ფქვილია, ხოლო ადგილობრივი ფქვილი მინიმუმამდეა დასული. აქედან გამომდინარე, სიტუაციას უფრო ფართო პრიზმით უნდა შევხედოთ.

ხორბალი არ შემოდის იმ მიზეზით, რომ დღეს რუსეთის საბაჟო-საექსპორტო გადასახადი უფრო მაღალია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხორბლის შემოტანას აზრი არ აქვს და ქვეყანა ფქვილზე გადავიდა. ფქვილზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფქვილი ექნება, მაგრამ წისქვილები გაჩერდება, რადგან ბიზნესმენებს ხორბლის შემოტანა და გადამუშავება არ უღირთ იმიტომ, რომ ეს უფრო ძვირი ხორბალი იქნება. სამწუხაროდ, შარშან საქართველო რუსეთიდან საექსპორტო ფქვილის შემოტანის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა. ყოველი მე-5 ტომარა ფქვილი რუსეთმა საექსპორტოდ გაყიდა საქართველოში და შემოვიდა. ეს კარგი ტენდენცია არ არის“,- განაცხადა სილაგავამ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა