კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ დასრულდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ დასრულდა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პროექტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში მხარდაჭერით განხორციელდა.

მათი ინფორმაციით, ზამთრის სკოლა 6-დან 10 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა და დარგობრივი მიმართულებით 8 ლექცია გაიმართა, რომელსაც სფეროს პრაქტიკოსი ლექტორები და ექსპერტები უძღვებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ფარგლებში 310-მდე განაცხადი შემოვიდა, საიდანაც საორგანიზაციო კომიტეტმა 50-მდე მონაწილე შეარჩია.

„სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ CIU-ს რექტორი კახაბერ კორძაია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარა წულეისკირი, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დავით ესათია, ხოლო სპეციალური ვიდეომიმართვით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა CIU-ს რექტორის მრჩეველი, ზამთრის სკოლის კურატორი გიორგი ფარეშიშვილი.

სკოლის ფარგლებში პირველი ლექცია დაეთმო პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვახტანგ მაისაიას. მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე: „საგარეო პოლიტიკის ანალიზი და მისი თავისებურებები“. ლექცია მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: საგარეო პოლიტიკა; საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მოდელები; პროცესის პოლიტიკური ანალიზი და შეფასების დონეები. ლექციის ფარგლებში, თეორიულ საკითხებთან ერთად, სკოლის მსმენელებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.

„დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მეორე დღეს მონაწილეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ლექცია მოისმინეს.

სპიკერმა მშვიდობის ქართული პარადიგმის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა, თუ რა არის დიპლომატია და რა არის უნივერსიტეტი; რა საერთო აქვთ მათ და როგორ შეიძლება მათი გაერთიანება მშვიდობისა და განვითარებისთვის. ასევე, ისაუბრა ქართული დიპლომატიის ისტორიასა და თანამედროვეობაზე; საქართველოს ფუნქციასა და როლზე თანამედროვე სამყაროში, ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმითა და აქტიური დისკუსიით გაგრძელდა.

დღის მეორე ნახევარი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ თამარ კიკნაძეს დაეთმო, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა მისი ისტორია და თანამედროვე აქტუალური საკითხები რეგიონული თუ საერთაშორისო პოლიტიკიდან, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

„დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა მე-3 დღე “ ნატოსა და ევროკავშირის თემატიკას დაეთმო.

„საქართველო და ნატო“ - აღნიშნულ საკითხზე სკოლის მსმენელებისთვის ლექცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა მრჩეველმა, ნათია გვენეტაძემ წაიკითხა. სპიკერმა ისაუბრა ნატოს ფუნქციასა და ამოცანებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

დღის მეორე ლექცია - „საქართველო და ევროკავშირი“ - ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ, ეკატერინე ქარდავამ წაიკითხა. სპიკერმა მიმოიხილა ევროკავშირის დაარსებისა და განვითარების ისტორია, მისია და ამოცანები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და არსებული პერსპექტივები, დასასრულს კი სკოლის მსმენელთა კითხვებს უპასუხა.

„დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მე-4 დღე „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, CIU-ს ასოცირებული პროფესორის, პეტრე მამრაძის ლექციით გაიხსნა თემაზე: „XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმოხილვა“. მომხსენებელმა განიხილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიპეტიები, იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ლექციის დასკვნით ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.

დღის მეორე ლექცია CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ალიკა გუჩუამ წაიკითხა თემაზე: „XXI საუკუნეში სახელმწიფოების წინაშე მდგარი გლობალური საფრთხეები“. მომხსენებელმა განიხილა საფრთხეების რაობა და კლასიფიკაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვადასხვა მექანიზმები, ტერორიზმი და სხვა გლობალური გამოწვევები, მოგვიანებით კი მსმენელთა კითხვებს უპასუხა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლის“ მეხუთე დღე CIU-ს რექტორის მრჩეველს, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ფარეშიშვილს დაეთმო თემაზე „ქრისტიანობისა და ისლამის გავლენა მსოფლიო დიპლომატიასა და პოლიტიკაზე“.

მომხსენებელმა მიმოიხილა აღნიშნული რელიგიების ისტორია და გავლენა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე, მოგვიანებით კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. ლექციის დასრულების შემდეგ, ზამთრის სკოლის მონაწილეებმა ცნობილ დიპლომატებზე ჯგუფური პრეზენტაციები წარადგინეს.

დასასრულს სკოლის მსმენელებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სასაჩუქრე პაკეტი და პროფესიული მიმართულების წიგნები გადაეცათ.

11 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ზამთრის სკოლა“ გასვლითი აქტივობით დასრულდა.

სკოლის მსმენელები, ტრენერები და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ, სადაც ბოლნისის სიონი, ქვეშის ციხე და სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მოინახულეს.

მუზეუმშივე გაიმართა მონაწილეებისა და ტრენერების დაჯილდოება, სადაც მათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დასავლეთის მკაცრი, მიზანმიმართული გადაწყვეტილებები, ივანიშვილს აგრძნობინებს, რომ მან ადრე ჩამოწერა აშშ და ევროკავშირი, რომ დასავლეთი არ აპირებს ხელი აიღოს თავის ინტერესებზე სამხრეთ კავკასიაში
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს
კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტებული პირველი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა ქვეყანაში
მეხუთე თაობის „სანტა ფე“ - მზად ნებისმიერი თავგადასავლისთვის