მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს აეროპორტების განვითარების გეგმაზე ვიწყებთ მუშაობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანული კომპანია Steer - ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს აეროპორტების სექტორის კვლევას ახორციელებს. კვლევა მოიცავს 2032 წლამდე პერიოდს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კვლევის დროს მოხდება საქართველოში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობების შეფასება, რათა დადგინდეს მათი გამტარუნარიანობა, აგრეთვე მზაობა, მოემსახურონ იმ რაოდენობის მგზავრებს, რაც 2032 წლამდე პერიოდშია მოსალოდნელი.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღინიშნა, რომ კვლევა მიზნად ისახავს, დაადგინოს აეროპორტების გაფართოვების საჭიროება და მოძებნოს განვითარების ალტერნატიული გზები. ამასთან, შეფასება მოხდება როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ე.წ კარგო ტერმინალების კუთხით.

„აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან ამით ჩვენს ქვეყანას ექნება ერთიანი სისტემური ხედვა, როგორ უნდა მოხდეს აეროპორტების განვითარება სამგზავრო გადაყვანებისა და კარგო გადაზიდვების მიმართულებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით შიდა აეროპორტების გაფართოების და ახალი ლოკაციების იდენტიფიცირების შესაძლებლობას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტების შესახებ კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოში აეროპორტების განვითარების გრძელვადიან სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, კვლევის ფარგლებში, ავიაციისა და აეროპორტების სექტორის ექსპერტები გამართავენ შეხვედრებს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების, თბილისისა და ბათუმის აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia - ის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სხვ. მათივე განმარტებით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამარ არჩუაძე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს