ირაკლი ქადაგიშვილი - ზახაროვას განცხადება არის მორიგი ზეწოლის მცდელობა საქართველოზე

ზახაროვას განცხადება არის მორიგი ზეწოლის მცდელობა საქართველოზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ქადაგიშვილი რუსეთს შეახსენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები მას შეუსრულებელი აქვს და დასძენს, რომ თუ ძალის გამოუყენებლობაზეა საუბარი, ასეთი პირობა უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთს შორის.

"ოპოზიციის ლოზუნგები რუსებთან დაკავშირებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკდება ხოლმე, ხან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებებიდან და ხან მარია ზახაროვას ამ განცხადებიდანაც. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია - რუსეთს აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები შესასრულებელი. სანამ ამ პირობების შესრულება არ იქნება და ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რა თქმა უნდა, სხვა მისი ეს განცხადებები არის პოლიტიკური შანტაჟის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ, ეს პირობა აღებული გვაქვს საქართველოს, რომ ზოგადად, ძალას არ გამოვიყენებთ და დავამატებ, რომ ძალის გამოუყენებლობა, თუ მაინც და მაინც ასეთი სურვილი არის, უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“ და აცხადებს, რომ ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა