საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებისა და კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ნატო ქათამაძე და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, ირმა გოგოლიძე.

„პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებს შეეხო. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საპარლამენტო დიპლომატიის ქმედითი ინსტრუმენტებითა და მისი განხორციელების გზებით, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და სტუ-ის სტუდენტებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევების, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებისა და 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შესახებ ისაუბრეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის ინფორმაციით, პარლამენტში სტუმრობისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას დაესწრნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა