თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი დაამტკიცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა სააბჭომ ნანა ბოლაშვილი თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორად ახალი ვადით დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ნანა ბოლაშვილმა მუშაობა გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორანტად დაიწყო. მას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო სტატია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, არის რამოდენიმე მონოგრაფიის ავტორი და ავტორ-შემდგენელი. 2000 წლიდან დღემდე გაეროს გაუდაბნოებასთან ბრძოლის კონვენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრია, ხოლო 2014 წლიდან გაეროს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების სერვისების სამთავრობოთაშორისი პლატფორმის (IPBES) ექსპერტი.

ნანა ბოლაშვილი საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტია, არის საერთაშორისო ჰიდროლოგიური ასოციაციისა და მრავალი საერთაშორისო პროექტის წევრი.

თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს გეოგრაფიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესების ეფექტურად წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო კადრების მომზადებას. გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით თემატიკაში ძირითადი ყურადღება ეთმობა საქართველოს ბუნებაში მიმდინარე სტიქიური პროცესების, ბუნებრივი და საზოგადოებრივი რესურსების აღრიცხვას, შესწავლასა და შეფასებას. ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების შედეგებს აქვს როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი ხასიათი. თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელთა უშუალო მონაწილეობით აღმოჩენილი და შესწავლილი იქნა საქართველოს 1500-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის ახალი ათონისა და წყალტუბოს (ყუმისთავის) ცნობილი მღვიმეები. კვლევის შედეგები კი დასახელებული მღვიმეების ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობის პროექტების შედგენისას გაითვალისწინეს.

თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტირუტი ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც მომზადდა და გამოიცა საქართველოს ეროვნული ატლასები (1964, 2012, 2018), საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა თამატიკის და მასშტაბის ციფრული რუკები; ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონული ატლასების სერიის შედგენა. 2020 წლიდან მზადდება ინგლისურენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი. ინსტიტუტში მიმდინარეობს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება, ხორციელდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა