თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საცხოვრებლის მშენებლობა იწყება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.

როგორც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე.

„სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ. საცხოვრებელი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს ინფორმაციით, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა