შალვა ხაჭაპურიძე - მოსამართლის გადაწყვეტილება, რაც წავიკითხე, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ამიტომაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობას დასაბუთებულ განაჩენში ადასტურებს, თუმცა მისი სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებას მის მიმართ აღძრული საქმეების გამო არ ფიქრობს.

მისივე თქმით, მოსამართლე დასაბუთებულ განაჩენში მარიამ ჯიშკარიანს აკრიტიკებს.

„მოსამართლე თავის განჩინებაში ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, თუმცა ამბობს, რომ ვინაიდან ის გასამართლებულია ორ საქმეზე, გარდა ამისა, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დანაშაულებზე საქმეები იხილება და პენიტენციურში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ მის მიმართ სასჯელის გადავადება და სასჯელისგან გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლევებს მოწამვლასთან დაკავშირებით საჭიროებს.

ასევე, მოსამართლე განჩინებაში თავად მარიამ ჯიშკარიანს აკრიტიკებს. ასევე, ოთარ თოიძის და ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათ ობიექტურობას, ვინაიდან მისი თქმით, თავის დროზე ერთი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდათ და მეორე კიდევ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში მუშაობს. ძირითადი მიზეზები, რასაც მოსამართლე ამბობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოწვეულია იქიდან, რომ ის უარს ამბობს მკურნალობაზე და არ იღებს საკვებს. ის გადაწყვეტილება, რაც წავიკითხე არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ამიტომაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა