ზურაბ აზარაშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ექთნებისა და მეანების კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო გეგმის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ელჩმა ჯანდაცვის მინისტრისგან უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. კატარინა ბიორლინ ჰანსენსის განცხადებით, აღნიშნული პროცესები ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს, რაც მისასალმებელია. მან ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში გენდერისა და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ქობალია და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანალიტიკოსი ნიკოლა ლიპარი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში