მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მიხეილ სააკაშვილთან, ვაზიარებ - სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დადის.

როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღესაც იყო მისულ მიხეილ სააკაშვილთან და აზიარა,

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ჩვენ აქამდეც შევხებივართ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავდივარ მასთან, ვაზიარებ. დღესაც ვიყავი და ვაზიარე. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ეკლესიის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ. მეტი კიდე რაღა უნდა იყოს, მიტროპოლიტი დადის მასთან“, - განაცხადა მეუფემ

კითხვაზე რაიმე რეკომენდაცია ხომ არ გაიცემა სინოდის მხრიდან სააკაშვილთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ არავითარი უფლებამოსილება არ აქვთ.

„არ გვაქვს არავითარი უფლებამოსილება, სეკულარულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები, არავითარი იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს მაგის“, - განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, მიმართვის ბერკეტი ხომ მაინც აქვთ, მეუფემ უპასუხა: „მივმართავ, მეტი რაღა გავაკეთო“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა