გენადი არველაძე OECD - ის მინისტერიალში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ძირითადი თემაა: პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშეწყობა და ჩართულობა გლობალურ ეკონომიკაში (Promoting and enabling responsible business conduct in the global economy).

„გენადი არველაძე მოხსენებას გააკეთებს სესიაზე, რომელიც გაციფრულების შესაძლებლობებს შეეხება.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობენ OECD-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე საერთაშორისო და ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლები. მინისტერიალი OECD - ს გენერალური მდივანმა მათიას კორმანი გახსნა. შეხვედრის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

ღონისძიების პარალელურად, ასევე დაგეგმილია მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ორმხრივი შეხვედრა OECD - ს დირექტორთან ანდრიას შაალთან, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოსა და OECD - ის შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე ასევე განიხილება ქ. თბილისში, 2023 წლის ივნისში დაგეგმილი OECD - ს ევრაზიის კვირეულის ჩატარების საკითხი“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია