პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ყველა დიპლომატი გაათავისუფლეს, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО) ჰქონდა დამთავრებული. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ Gazeta Polska-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რაუმ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული და დაკავშირებულია იმასთან, რომ МГИМО-ს მუშაობა იყო “ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის მუშაობაში და საბჭოთა “რბილი ძალის” ნაწილი”, ხოლო აღნიშნული დაწესებულების კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ “რუსეთის იმპერიის საქმისთვის” ემსახურათ.

“ჩვენ შევძელით ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასრულება, რომელიც უფრო ფართო დეკომუნიზაციის პროცესის ნაწილია”, - თქვა რაუმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა