CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თემაზე - „თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოება და მასიური განადგურების იარაღი - ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები და რეგიონალური უსაფრთხოების დილემა“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან CIU-ს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“ და „მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრი უკრაინაში (STCU)“.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, უკრაინული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის კოორდინატორი, პროფესორი მარია ესპონა, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე წარდგნენ.

„ღონისძიებას მოდერატორობას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ მაისაია უწევდა.

კონფერენციაზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის გეოპოლიტიკისა და ასიმეტრიული ომის სტრატეგიების შესახებ იმსჯელეს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ საქართველოს, პოლონეთის, ბელგიის, თურქეთის, ყაზახეთისა და არგენტინის წარმომადგენლები, როგორც სფეროს ექსპერტები/პროფესორები, ისე სტუდენტები.

კონფერენციის გაერთიანებული პლენარული სექცია გაიმართა თემაზე: „ჰიბრიდული საფრთხეები 21-ე საუკუნეში გაუვრცელებლობის რეჟიმის დებულებებთან ერთად“, მოგვიანებით კი სამუშაო პროცესი 2 სექციაში გაგრძელდა: „ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის: WMD-ის გავრცელება, ორმაგი გამოყენების ტექნოლოგია და ბირთვული ტერორიზმი“ (ექსპერტების/პროფესორების სექცია, ხელმძღვანელი - მარია ესპონა, STCU) და „ჰიბრიდული ომი, სტრატეგიული ვაჭრობის კონტროლი და გაუვრცელებლობის პოლიტიკა: უსაფრთხოების დილემა 21-ე საუკუნეში“ (სტუდენტური სექცია, ხელმძღვანელი - ალიკა გუჩუა, CIU-ს „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორი).

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 15 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებითა და სიმულაციური თამაშებით დასრულდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს