საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიის მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტს მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, დავით გურგენიძემ, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ხორვატ მეცნიერს, ზადარის უნივერსიტეტის (ხორვატია) უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორს, ფილოსოფიის მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტს, მსოფლიო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს, ჰეგელის წელიწდეულის კო-ედიტორს, იურე ზოვკოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იურე ზოვკოსთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭებას სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, დავით გურგენიძემ განაცხადა, იურე ზოვკო საქართველოსა და სტუ-ის დიდი მეგობარია, რომელმაც უნივერსიტეტის მეცნიერთა და სტუდენტთა მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციას ხელი შეუწყო.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, ბატონ იურე ზოვკოსთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭება არის დასტური იმ პატივისცემისა, რომელსაც უნივერსიტეტი მის მიმართ გამოხატავს. ბატონ იურეს ჩვენი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ინტეგრირებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 2022 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში, ჰეგელის საერთაშორისო კონგრესზე, რა დროსაც, ბატონი იურე ზოვკოს უშუალო ჩართულობით, გადაწყდა, რომ 2024 წელს, საქართველოში, კერძოდ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟული, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება. საერთაშორსიო სამეცნიერო საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რაც ქართველ მეცნიერთა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ხილვადობას გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ჰეგელის 35-ე კონგრესი, რომელიც 2024 წლის 20-25 სექტემბერს ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდება, საიუბილეო იქნება და ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ხორვატმა მეცნიერმა, პროფესორმა, იურე ზოვკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, მეცნიერებს - ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ მეტად საპატიო ხარისხის ჩემთვის მინიჭებას. რექტორთან ჩემი პირველი შეხვედრა ხორვატიაში, ზადარში შედგა. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლის ინიციატორიც პროფესორი გურგენიძეა და მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტის განვითარების მისეული თანმიმდევრული პოლიტიკა თქვენი უმაღლესი სკოლისთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება. ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც შარშან ხორვატიაში, ზადარის უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მამუკა ბერიაშვილისა და უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრების სამეცნიერო მოხსენებებმა. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჰეგელის კონგრესში პირველი და ძალიან წარმატებული მონაწილეობა“, - განაცხადა იურე ზოვკომ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობითვე, ცნობილმა ფილოსოფოსმა, პროფესორმა, იურე ზოვკომ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია-სემინარები წაიკითხა თემებზე: „ადამიანის უფლებები კლასიკურ გერმანულ იდეალიზმში“ და „პასუხისმგებლობის ეთიკა გლობალიზაციის ეპოქისთვის“.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი