ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინამ ბოროტებაზე ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს

უკრაინამ ბოროტებაზე ბრძოლის ველზე უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

რეზნიკოვმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ციტატები მოიყვანა.

“მაგალითად, ლოიდ ოსტინის ციტატა: “უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს”. თან ინგლისურ ენაზე ეს ჟღერდა როგორც “must”, არა “can”, არამედ “must”. გესმით ამ სიტყვის ძალა. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომელიც იენს სტოლტენბერგისგან გავიგე და მას ყველა მონაწილე იზიარებს: “როდესაც ვინმე ამბობს, რომ უკრაინისთვის მორიგი ტრანშის ან დახმარების მიწოდების მხრივ რაღაც რისკები არსებობს, მაშინ მხოლოდ ერთი რისკი რჩება - სწორედ ის, რომ ბოროტებამ შეიძლება გაიმარჯვოს… ამიტომ მშვიდობისა და მსოფლიოს უსაფრთხოების კონსტრუქციისთვის უკრაინას უნდა დავეხმაროთ ამ ომში გაიმარჯვოს”, - თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ “საკვანძო სიტყვა”, რომელიც სხდომის მიმდინარეობისას გაჟღერდა, იყო “უკრაინის გარშემო გაერთიანება უკრაინის გამარჯვებისთვის” და იენს სტოლტენბერგის ციტატა “სისწრაფე სიცოცხლეებს არჩენს”.

“ის სხვა ვარიაციებში სხვა პარტნიორებისგანაც გაჟღერდა”, - თქვა რეზნიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ პარტნიორები უკრაინაში დაპატიჟეს, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდეთ “თუნდაც ბატალიონისა და ქვედანაყოფის დონეზე მოვიდნენ და ნახონ სად გამოიყენება იარაღი მათი ქვეყნიდან”.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ კრემლის საწინააღმდეგო კოალიცია იზრდება და სხდომაში 54-მა დელაგაციამ მიიღო მონაწილეობა.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს